
ბათუმში ახალგაზრდა კაცს მეხი დაეცა, ის კლინიკაშია გადაყვანილი - ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დღეს ბათუმში ელჭექის დროს დაფიქსირდა მეხის ჩამოვარდნის ფაქტი თევზის რესტორან "ფიშლანდიასთან”, რომელიც სამწუხაროდ დაეცა 16 წლის მოზარდს, ის მუშაობდა მიმტანად, მიიღო სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა, გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ დღის ბოლოს ბათუმში ლოკალურად ამინდი მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნა ქარის შკვალური გაძლიერება, ძლიერი ელჭექი და ხანმოკლე წვიმა", - წერს ფარტენაძე.
როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, ბათუმში მეხის დაცემის შედეგად დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი [არა მოზარდი] და მისი მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს.
ექიმის ინფორმაციით, 32 წლის კაცი მეხის დაცემის შედეგად კლინიკაში ელექტროტრავმით შეიყვანეს. მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კონტაქტურია და სტაციონარშია გადაყვანილი.
0
0