
15 წლის მოზარდი, რომელმაც ბათუმში, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. პროკურატურამ უკვე წარუდგინა ბრალი პირს, რომელსაც გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდება.
ირკვევა, რომ ბრალდებული გოგონას მამინაცვალის მეგობარია.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.
რამდენიმე დღის წინ, დაზარალებულმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
0
0