ბათუმის თეატრში ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
A-
+A

29 ივლისს ბათუმის დრამატულ თეატრში ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე კომპოზიტორის ცნობილ ნამუშევრებს შეასრულებენ, ასევე ისაუბრებენ მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებითი ცხოვრების დეტალებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკოსები.
გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს მუსიკა 30-ზე მეტი ფილმისთვის აქვს შექმნილი, მათ შორის არის: „დათა თუთაშხია“, „უდიპლომო სასიძო“, „ნატვრის ხე“ და „თეთრი ბაირაღები“. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს" და სხვა.
კომპოზიტორი ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატია.
ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს დაიბადა.
0
0
457
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%