
ბათუმში არსებული რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან, "ბათუმი მოლიდან", "გრანდ მოლიდან", "მეტრო მოლიდან" და "ბათუმი პლაზადან" ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა.
“რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებია შენობა. მიზეზი არ გვითხრეს. მანამდე ხმაური შემოგვესმა ერთ-ერთ მაღაზიაში. გვეგონა ქურდობის ფაქტი მოხდა, ვერ გეტყვით, დეტალები არ ვიცით, ნაღმს ეძებენ, თუ რას. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ალბათ ეს არის. მოქალაქეებს შენობიდან ავტომობილები გამოჰყავთ. ჩვენ შენობიდან შორს ვიმყოფებით”,- აღნიშნა ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა.
ცნობისთვის, ცრუ შეტყობინება გუშინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც შევიდა.
0
0