
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე განიხილება ადმინისტრაციული საქმე, რომელიც სტიკერის გაკვრას უკავშირდება.
როგორც მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სამართალდამრღვევად არ მიაჩნია თავი. მისივე თქმით, სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის.
"ძალიან მიჭირს ამ მოცემულობის რეალობად აღქმა. არ ვიცი, სამართალში როგორ არის, მაგრამ ერთ შემთხვევაზე – სტიკერის გაკვრის გამო მეორეჯერ მასამართლებენ. ეს უსამართლოდ მიმაჩნია. შეურაცხყოფად მიმაჩნია ისიც, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. არ მიმაჩნია თავი სამართალდამრღვევად, სტიკერის დაკვრა დანაშაული არ არის, მით უფრო ჩემ შემთხვევაში, რადგან სტიკერის გაკვრას იმ შინაარსის გავრცელება არ ჰქონდა მიზნად. თან „იფიცება საქართველო“ კეთილშობილური განცხადება მგონია. ეს სტიკერი იყო სოლიდარობის, პროტესტის გამოხატვა იმ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრაზე ადმინისტრაციული წესით ახალი ბრალი წარუდგინეს. დღესვე უნდა გაგრძელდეს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება.
0
0
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025