31/07/2023
19:43
პოლიტიკა
ბათუმის პორტთან, სადაც საკრუიზო ლაინერი იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.
როგორც ისინი აცხადებენ, სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული.
შეკრებილები ამბობენ, რომ საკრუიზო ლაინერზე მყოფ პირებს მაქსიმალურად დისკომფორტს შეუქმნიან, რადგან ისინი არა სტუმრები, არამედ ოკუპანტები არიან.
“ე.წ ტურისტებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ. მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ, ყველა აცხადებს, რომ აფხაზეთში ნამყოფი არიან და ამაზე რეაგირება არ არის, პროტესტი ამან გამოიწვია, თორემ სხვადასხვა ეროვნების ტურისტი შემოსულა და შემოვა, ჩვენ ეროვნების მიხედვით ადამიანებს არ ვერჩით. ვინც ამ ხომალდზე იმყოფება, ტურისტები არ არიან, ისინი პუტინის პროპაგანდისტები არიან, ამ ქვეყნის გაცხადებული მტრები არიან და მათ პროტესტით დავხვდებით”, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.
ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერმა ბათუმი დღესვე უნდა დატოვოს.
0
0