
“მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება, დავიბარეთ ისინი და გავაცანით ვიდეო. როგორც მათთან საუბრისას გავარკვიეთ, ისინი უკვე იყვნენ ინფორმირებულნი მომხდარის შესახებ, პოლიციისთვისაც მიუმართავთ. ჩვენ ვიდეოს გავრცელებამდე არაფერი ვიცოდით. ისინი არ არიან ერთი სკოლის მოსწავლეები, შემთხვევა არც სკოლის ტერიტორიაზე და არც სწავლის პერიოდში მომხდარა. საბაზისო საფეხურის მოსწვალეები არიან. როგორც ირკვევა მანამდეც ჰქონიათ უთანხმოება და მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში”- აცხადებს სკოლის დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწყბულია გამოძიება და ჩატარდა გამოკითხვები.
მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
0
0
გურიაში, მეოთხე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ
28/08/2025