13/03/2023
16:48
პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
"ბათუმის ბულვარში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა თითოეული ჩვენგანი. გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას.
გამოჯანმრთელებას და ოჯახში მალე დაბრუნებას ვუსურვებ ტრაგედიის დროს დაშავებულ კიდევ ერთ მცირეწლოვანს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით. გამოძიება ტრაგედიის ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს და განხორციელდება ადეკვატური რეაგირება,"- წერს რიჟვაძე.
შემთხვევა ბულვარში გუშინ მოხდა, ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა, მეორე მცირეწლოვანი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
0
0