
"დღის ბოლოს ბატუმის აეროპორტის ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა უკვე დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის გათვალისწინებით იღებენ.- ნათქვამია "ტავ ჯორჯიას" მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აერპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულდა. მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს, ძლიერი თოვის დროს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. "ტავ ჯორჯიამ", თავისივე რესურსებით აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა. ამასთან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ინტენსიურად ასუფთავებს ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას, რათა აეროპორტი მუდმივად მზად იყოს რეისების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გადაწყვეტილებით დღეს და გუშინ ბათუმში ფრენები არ სრულდება, აეროდრომი მაინც მუდმივ მზადყოფნაშია."- ნათქვამია განცხადებაში.
0
0