20/04/2024
13:39
საზოგადოება
“ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ, პრემიერის გასვლის დროს, გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება”, - ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სტუდენტებმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს "ღირსეული პასუხი გასცეს".
"ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ, პრემიერის გასვლის დროს, გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება. ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა. რის ფასად უღირთ ასეთი პროვოკაციების მოწყობა, არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!" - წერს საბა ჯულაყიძე.
დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე თსუ-ში დაცვის თანხლებით მივიდა, სადაც “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის პროტესტი იყო. ერთ-ერთი სტუდენტი ლექციაზეც არ შეუშვეს.
“უნივერსიტეტი არ არის “TV პირველის” და “მთავარის” ადგილი და “ნაცმოძრაობის” ადგილი,” – ასე პასუხობს კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს სტუდენტი ლექციაზე.
ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, “ლექციაზე უბრალოდ ჯდომას აპირებდა დროშით”.
“ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი. პირველ კურსზე ვარ. არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ დროშებით. შეიძლება ასე მობმული არ მქონდა, მაგრამ დროშების ელემენტები დამქონდა. უბრალოდ ვაპირებდი [დროშით] ჯდომას, მეტი რაღა უნდა მექნა, ყველაფერი გაპროტესტებულია,” – ამბობს თსუ-ს სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე.
ვიდეო კადრებს მედია ავრცელებს.
0
0