
"ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია" - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
"ფაქტია, რომ ეს ადამიანი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია" - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
"ჩემი პროგნოზი ასეთია, ბატონი მიხეილი იქნება კარგად, თავის ყველა მეუღლესთან ერთად, საზოგადოებაც იქნება ბედნიერად და მე, დავრჩები მეუღლის გარეშე, იმიტომ რომ გუგამ გამომიცხადა, მე ცოლი დავკარგე და სავარაუდოდ ის მიმატოვებს. და აი, 50 წლის ქალი დავრჩები უქმროდ." - აღნიშნა ნინო ნადირაძემ.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026