
თავად კეთილი ინებონ უკრაინის მაღალჩინოსნებმა და აქეთ გადმოგვცენ საერთაშორისო ძებნილები - კოლექტიური მასტერები, ქილერები, ადეიშვილები და სხვა დამნაშავეები - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გასაგებია, რომ ბატონ ზელენსკის არ გააჩნია დიდი პოლიტიკური გამოცდილება. ის მართლაც შესანიშნავად ასრულებდა პრეზიდენტის როლს და, რა თქმა უნდა, უდავოდ დაჯილდოებულია სამსახიობო ნიჭით. თუმცა, ასეთი ტონით საუბარი არის თავხედობა! ის უკვე აღარ არის უბრალოდ პრეზიდენტის როლის შემსრულებელი და უფრო მეტი მოეთხოვება. იმედია, დროთა განმავლობაში მაინც გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას...
რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის ყველაზე დიდი დამნაშავე და ეს იცის მთელმა სამყარომ. ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გადაწყვეტილების სისწორე, ასევე, ვერიფიცირებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერაც. ასე რომ, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განხილვასაც კი აღარ ექვემდებარება. როგორი შოუც არ უნდა დადგას სააკაშვილმა ციხეში, ან როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს მისი სხვა მსახიობი მეგობრების მიერ.
უფრო მეტიც, თავად კეთილი ინებონ უკრაინის მაღალჩინისნებმა და აქეთ გადმოგვცენ საერთაშორისო ძებნილები, როგორებიც არიან - კოლექტიური მასტერები, ქილერები, ადეიშვილები და სხვა დამნაშავეები“, - წერს ანდრია გვიდიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. ასევე, ზელენსკიმ მოითხოვა, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინაში, 48 საათის განმავლობაში დატოვოს კიევი.
0
0