05/04/2024
14:42
სპორტი
“ბარსელონას” ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ახალი ამბავი არაა, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კატალონიურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე “ნაპოლისგან” ინფორმაცია გამოითხოვა.
“ბარსელონა” ახალ მარცხენა ვინგერს ეძებს, კვარაცხელია კი #1 სამიზნეა. მეორეს მხრივ დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტზე მუშაობს, თუმცა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე შეჩერებულია.
“ბარსელონა”-კვარაცხელიას თაობაზე LaGazzetta.ge-მ ინფორმაცია ერთ თვის წინ მიიღო. კატალონიურ კლუბსა და “ნაპოლის” შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე კვირის წინ შედგა, დეკუმ და მისმა გუნდმა ხვიჩას შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღო: ახალი კონტრაქტის დეტალები, ფეხბურთელის და ნაპოლის სურვილი და ა.შ.
იტალიური კლუბი ხვიჩას ახალ კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე სთავაზობს, რაც შეეხება ხელფასს, "პარტენოპეი" მზადაა ფეხბურთელს მინიმუმ €4.5 მილიონი შესთავაზოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, “ბარსელონა” - კვარაცხელიას თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ჩვენთვის ცნობილი.
0
0