28/09/2021
14:59
საზოგადოება
მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისები დაემატება: ბარსელონა – 31 ოქტომბრიდან; ვენა – 2 ნოემბრიდან; ბერლინი – 2 ნოემბრიდან; აბუ-დაბი – 16 დეკემბრიდან.
ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს.
გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 3 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღესვე, ქუთაისსა და კრაკოვს შორის ავიამიმოსვლა განახლდა. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ის 17 თანამშრომელი, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზისთვის მოხალისეებად მუშაობდნენ, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
0
0