24/01/2025
12:32
პოლიტიკა
ანტისახელმწიფოებრივი და უსამართლო - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერებას. ამ მოთხოვნით, ევროსაბჭოს წერილობით, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.
"ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრობამ," გახარიას გუნდმა, "ძლიერმა საქართველომ" და "კოალიციამ ცვლილებებისთვის" მოუწოდეს ევროსაბჭოს, არ დაადასტუროს "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება.
საპარლამენტო ასამბლეის სესია მომავალ კვირასაა დაგეგმილი. საკითხის ინიციირება, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდება, რის მერეც ის კენჭისყრაზე გავა. სტრასბურგში ჩადის ქართული დელეგაციაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში განმარტებები კეთდება.
"არანაირი მმართველი გუნდი, სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს. საქართველოს დღე არ წარმოადგენს და არ ჰყავს ხელისუფლება. საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა, შესაბამისად, ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მისი წარმომადგენლები ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე არ წარმოადგენენ საქართველოს. ეს არის მთავარი მოტივაცია", - აღნიშნა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანგალაძემ.
“რუსთავი2”
0
0