ევროპა უნდა გათავისუფლდეს ამერიკულ და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებისგან, – ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა.
ლაგარდის თქმით, ევროკავშირი უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს და ციფრული გადახდები მათ კონტროლქვეშ უნდა იყოს.
„როცა იყენებთ თქვენს ბარათს ან ტელეფონს, თქვენ ყოველთვის არაევროპულ ინფრასტრუქტურას ეყრდნობით. მიუხედავად იმისა, იყენებთ ბარათს თუ ტელეფონს, როგორც წესი, ეს ხდება Visa-ს, MasterCard-ის, PayPal-ის, Alipay-ს საშუალებით. საიდან მოდის ყველა ეს? ან აშშ-დან, ან ჩინეთიდან; მთელი ინფრასტრუქტურული მექანიზმი, რომელიც იძლევა გადახდების, საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების საშუალებას, არ არის ევროპული“, – აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.
ლაგარდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად მუშაობენ, მაინც მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ არსებობდეს ევროპული შეთავაზება.
0
0