
„ათი წლის წინ ვმუშაობდით, დაახლოებით, 13 000 ობიექტში; დღეს, უმრავლესობა ჩვენგანი ვმუშაობთ 3 000 ობიექტში, – რატომ? – დიდმა ქსელმა მოგვთხოვა “ქეშბექი” დიდი გაყიდვების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს “ქეშბექი”, რაც ამ ქსელებმა ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა “ქეშბექები”, კონკურენტუუნარონი გახდნენ, ანუ ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან, არავინ დაიცვა“, – განაცხადა კომპანია “ბარამბოს” კომერციულმა დირექტორმა ჯანო კუციამ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.
“რიგ შემთხვევაში, თვითონ მივიდნენ იმ მაღაზიაში, რომ აეღოთ ეს იაფი პროდუქტი, დაალაგეს დახლებზე, მაგრამ, რამდენ ხანს გააკეთებდნენ? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ FMSG სექტორში 40 პროცენტი უჭირავს მარტო ქსელურ მარკეტებს და 60 – ტრადიციულს, აქვე არის შეცდომა. ალბათ, აქ არის ჩასახედი – რატომ არის ქსელური მარკეტების 40% დღეს წილი? საგრძნობლად მეტია, – ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს დღეს ქსელებს – 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდო, მოკვდა ის პატარა [მარკეტი]. ჩემთვის კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, იმიტომ, რომ უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება; აღარ არის, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია – გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდით მდებარე “მოდერნ ტრეიდმა” გააკოტრა. ამ მოცემულობით, ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან, 4 უნდა იყოს ქსელი და 6 – ტრადიციული. რომელია ასეთი უბანი, შეგიძლიათ, მითხრათ? არ არსებობს ასეთი უბანი“, – განაცხადა ჯანო კუციამ.
0
0