
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საკანონმდებლო ორგანოში დაკითხვაზე დაიბარონ.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. რუსულ ჩარევას. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები გადაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში ყალბ ნარატივებს ავრცელებდა. როგორც ტულსი გაბარდმა სოციალურ ქსელში განმარტა, უმაღლესი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ვალდებულები ვართ ჭეშმარიტებას მივყვეთ, სადაც არ უნდა მიგვიყვანოს მან“, – განაცხადა ჯონსონმა ამერიკელ ჟურნალისტთან, დევიდ ბროუდისთან ინტერვიუს დროს.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოქმედებები „პოლიტიკურ შეთქმულებას“ ჰგავს, რომლის მიზანიც სხვა პარტიიდან ოპონენტის განადგურება იყო.
„თუ ობამას ეს არ სიამოვნებს, ესე იგი, ეს არ უნდა ჩაედინა. როგორც ჩანს, მან ეს ჩაიდინა“, – დასძინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
JUST IN: Speaker Johnson tells me says he has no concern at all about bringing Former President Barack Obama in for a congressional deposition or subpoena over the newly declassified documents bombshell. "If it's uncomfortable for him, he shouldn't have been involved in… pic.twitter.com/hAeVHdYt4m
— David Brody (@DBrodyReports) July 22, 2025
0
0