
ბაქოში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანის ლიდერს, ილჰამ ალიევს შეხვდება. პირისპირ დიალოგის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციათა გაფართოებული შეხვედრაც. მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანში გუშინ დაიწყო.
პრეზიდენტი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს. განხილვის მთავარ თემებად პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სტრატეგიული პროექტები და სამშვიდობო პოლიტიკა სახელდება, რომელიც არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ამ ვიზიტით, აქცენტი აზერბაიჯანთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გააკეთა.
"იქნება მნიშვნელოვანი შევედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, სხვა ლიდერებთან, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც არის საფუძველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
0
0