ბაქომ უარი თქვა შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე
A-
+A

ბაქომ უარი თქვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვაშინგტონში შეხვედრაზე. ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
კერძოდ, ბაქომ, მიუთითა „აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის უსაფუძვლო განცხადებებზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის ცალმხრივმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შეერთებულმა შტატებმა დაკარგოს შუამავლის როლი.
„ამ პირობებში ჩვენ არ მიგვაჩნია შესაძლებლად აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 2023 წლის 20 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვედრის გამართვა“, - ნათქვამია კომენტარში.
0
0
617
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%