
6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მგზავრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე დახვდნენ.
საქართველოს რკინიგზამ პირველ მგზავრებს ბაქანზე ქართული ნუგბარი და ღვინო დაახვედრა. ლაშა აბაშიძის განმარტებით, ბაქო-თბილისი-ბაქოს შორის რეისები ყოველდღიურად შესრულდება.
„ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება. დღეიდან ჩვენს განრიგში ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისია. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მგზავრების მხრიდან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ახლად დანიშნულ რეისზე აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი Stadler-ის ტიპის მატარებელი იმოძრავებს. მატარებელი ბაქოდან თბილისის მიმართულებით 23:10-ზე გამოვა და თბილისში მეორე დღეს 08:41-ზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21:00-ზე გავა და ბაქოში მეორე დღეს 06:24-ზე ჩავა.
0
0
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
26/05/2026
გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე უკვე შედგა
26/05/2026