14/08/2024
18:28
ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით იურიდიული და ტექნიკური პროცედურები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ავრცელებს.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დსს “აზერბაიჯანის რკინიგზებისა” და შპს “მარაბდა -კარწახის რკინიგზის” შვილობილი კომპანიების მიერ დაფუძნდა ერთობლივი საწარმო - შპს "ბი თი ქეი აი რეილვეისი” , რომელიც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას განახორციელებს.
„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის სიგრძე 180 კმ-ია, რომელიც მოიცავს ევროპული სტანდარტის 27 კმ სიგრძის ლიანდაგს. აღსანიშნავია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომლის ფართობია 102 ჰა და მოიცავს გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის მიერ დაპროექტებულ ვაგზლის შენობას და საერთაშორისო სტანდარტების სატვირთო რაიონს, რომელიც გათვლილია ყველა სახეობის ტვირთზე. პროექტის გამტარუნარიანობა კი წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0