14/12/2022
18:40
მსოფლიო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში 100 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება - ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის მეთაურების პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთჯერ გაიზრდება - ხუთ მილიონ ტონამდე.
მანამდე, ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 2022-2023 წლებში სარკინიგზო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში დამატებით ინვესტიციებს გეგმავს.
დღეს ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აქტიურად არის დაკავებული „ზანგეზურის დერეფნის გახსნით“.
„ზანგეზურის დერეფნის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე სარკინიგზო ლიანდაგების გაყვანის სამუშაოების 40 პროცენტი და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 70 პროცენტი დასრულდა. ყველა სამუშაო 2024 წელს დასრულდება, რის შედეგადაც ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაჩნდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
0
0