15/06/2023
15:22
მსოფლიო
აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ხუთშაბათს დილით საზღვარზე მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სომხური მხარე ახლად შექმნილი საგუშაგოს დაბომბვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა.
„სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან 15 ივნისს 08.45 საათზე, დაბომბვის შედეგად, დაიჭრა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში, ლაჩინის სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მსახურობდა. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეაჩერა აზერბაიჯანელი სამხედროების წინსვლის მცდელობა.
„15 ივნისს, დაახლოებით 8.40 საათზე, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფმა სცადა წინსვლა ხაკარის ხიდის მიმართულებით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დროშის დადგმის მიზნით.
ეს ქმედებები შეჩერდა „სომხური მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მოგვიანებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „სომხური მხარის პროვოკაცია“ ლაჩინის გზაზე საგუშაგოს დაბომბვის გამო.
სამინისტროს ცნობით, „სომხეთის სამხედრო პროვოკაცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ სომხეთი არ არის დაინტერესებული აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებით და სამშვიდობო პროცესით“.
0
0