
13 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან, ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა აკრძალა. იგივე მოიმოქმედა ბალტიისპირეთის დანარჩენმა ორმა ქვეყანამ, რითაც მათ ევროკომისიის რეკომენდაცია გაიზიარეს და შეასრულეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს წახნამის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„დღეიდან, ესტონეთი აკრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას. ისინი აქ არ იქნებიან მიწვეულნი იმ პრივილეგიებით, რაც თავისუფლებას შესთავაზებს მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", - დაწერა 13 სექტემბერს დილით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ესტონეთის შემდეგ იგივე მოიმოქმედეს ლიეტუვამ და ლატვიამაც. მათ სასაზღვრო პუნქტებზე რუსული ნომრით ავტომობილის ჩამოსვლის შემთხვევაში, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტი შესაბამის პროცედურებს განახორციელებს. ავტოტრანსპორტის მომხმარებელს, ან მფლობელს მანქანით რუსეთში დაბრუნება, ან საზღვრის მის გარეშე გადაკვეთა მოუწევს.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს ევროკომისიამ რუსეთში ან რუსეთიდან საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, დიდი ხნის განმავლობაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, განმარტებები გამოაქვეყნა, სადაც დააზუსტა, რომ მანქანები და ზოგიერთი საქონელი აკრძალვას ექვემდებარება.
0
0