19/11/2024
15:28
მსოფლიო
ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია იყოს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა განვაცხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით კონკრეტულად ვინ იდგა ამის უკან, რომ ეს ჰიბრიდული ქმედებაა. ასევე, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, ამის ცოდნის გარეშე, რომ ეს დივერსიული აქტია“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ სადენები შემთხვევით დაზიანდა.
ცნობისთვის, ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს. შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ. მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს.
0
0