
მთელი ცხოვრება შავზე თეთრს ამტკიცებთ, უდანაშაულოს დამნაშავეს უწოდებთ, მკვდარზე ცოცხალს იძახით და ცოცხალზე მკვდარს, რაიმე არასწორად იყო დაწერილი? - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, სოციალურ ქსელში წერს.
"საღამო მშვიდობისა.
მოვიდა ინფორმაცია, გავრცელდა, დაზუსტდა და რა თქმა უნდა ოფიციალური და დაზუსტებულიც გავრცელდა.
მთელი ცხოვრება შავზე თეთრს ამტკიცებთ, უდანაშაულოს დამნაშავეს უწოდებთ, მკვდარზე ცოცხალს იძახით და ცოცხალზე მკვდარს.
რაიმე არასწორად იყო დაწერილი? იქვე გამოქვეყნდა შსს-ს ოფიციალური განცხადება.
რაც ნაციონალები არსებობენ სულ “წყაროა” მათი გავრცელებული პასკვილების, ცილისწამების და უზნეობის, ე.წ. ინფორმაციის ძირითადი წყარო, გაუმწარეს ცხოვრება უამრავ ადამიანს, აწამეს, აყაჩაღეს, ჩახოცეს და ერთხელ ბოდიში არავის არაფრისთვის მოუხდია.
შვილს ეხება, სენსიტიურია, მესმის და ამიტომ არ მიკვირს აღშფოთება.
ჩემი არც შვილი, არც ცოლი და არც შვილიშვილი, არც დედ-მამა და არც ოჯახი არც ერთი უსამშობლოსთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი უამრავი უზნეობას და სიბინძურეს როცა მაბრალებენ.
არაუშავს, ესეც გაივლის, როგორც ყველაფერმა ცუდმა გაიარა და არაერთი თავი ჩამოატარა მდინარემ ჩემს წინ 52 წლის მანძილზე.
P.S. ბოლო აბზაცის შინაარსი შეიძლება ვიღაც-ვიღაცეებმა ვერ გაიგონ, მათთვის არც დამიწერია.
კომენტარებს სპეციალურად ვთიშავ ამ პოსტზე, არ ვაპირებ ვიღაცებს სეირი მოვაწყობინო ჩემს კედელზე.
გმადლობთ ყურადღებისათვის,"- წერს ბაკურ ბაკურაძე.
დღეს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი სავარაუდოდ, დაკავებული იყო.
ამის შემდეგ, კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გაავრცელა ინფორმაცია: "საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილის დათვალიერებისას კარში შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025