ბაკურ ბაკურაძე: მე სააკაშვილს პერსონალურად რაღაცები ვაპატიე, მაგრამ როგორ შემიძლია ვაპატიო 8 აგვისტოს დახოცილი ბიჭების მშობლების, ნაწამები გენერლების ოჯახის და 300 000 პრობაციონერის ნაცვლად
14/10/2021
22:54
საზოგადოება
A-
+A
მინდა ვუთხრა იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს აქციაზე იდგნენ, რომ ისინი იყვნენ მოტყუებულები. მათი გულწრფელი სურვილი, რომ მოხდეს შერიგება, რაზეც ლიდერები დღეს საუბრობდნენ, ეს არის ტყუილი - კოლექტიური შერიგება ბუნებაში არ არსებობს, შერიგება არის ინდივიდუალური. პერსონალური ცნებაა შერიგება, - ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს მან მძიმე პერიოდი გაიარა და შეუძლია თქვას, რომ პერსონალურად ექსპრეზიდენტს რაღაცები აპატია.
„მაგრამ მე როგორ შემიძლია ვაპატიო მას 8 აგვისტოს დახოცილი, მიტოვებული ბიჭების მშობლების ნაცვლად. როგორ შემიძლია ვაპატიო ნაწამები გენერლების ოჯახის მაგივრად, იმ დახოცილი ბიჭების დედ-მამის მაგივრად, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ეთერს უყურებენ. როგორ შეიძლება ვაპატიო 300 000 პრობაციონერის ნაცვლად?!“, - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.
0
0
404
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%