-share.jpg)
„აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ნოემბრის საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ „დემოკრატიული პარტიის“ კიდევ ოთხმა წევრმა მოუწოდა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრიმ დაადასტურა,“ - იუწყება CBS News-ი.
როგორც ცნობილია, ბაიდენმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებს. მან სხვა დემოკრატების მხარდაჭერა შეინარჩუნა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჯო ბაიდენი ის კანდიდატია, ვინც ნოემბრის საპრეზიდენტო რბოლაში დონალდ ტრამპს დაამარცხებს. ბაიდენის კანდიდატურის ინტენსიურად განხილვა მოსალოდნელია, როდესაც დეპუტატები კაპიტოლიუმში დაბრუნდებიან. პრეზიდენტი ასევე ყურადღების ცენტრში იქნება მომდევნო დღეებში, როდესაც ის, ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნების ლიდერების სამიტს უმასპინძლებს.
ასევე CBS-ის, Associated Press-ისა და The New York Times-ის თანახმად, კონგრესმენების ჯერი ნედლერის, ჯო მორელის, მარკ ტაკანოს, ჯიმ ჰიმსისა და ადამ სმიტის განცხადებით, ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას.
ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით დავა დიდი ხანია, გამწვავებულია. სატელევიზიო დებატების დროს, დონალდ ტრამპმა თავის კონკურენტ ბაიდენს "ჯანგატეხილი" უწოდა. პრეზიდენტის ბანაკის განმარტებით, ბაიდენი გაციებისა და მოგზაურობით გამოწვეული დაღლის გამო „არ იყო ფორმაში.“ როგორც ცნობილია, ტრამპი ბაიდენზე 3 წლით უმცროსია და თეთრ სახლში დაბრუნებას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ის, ახლახან, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
ნოემბერში, ბაიდენის საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ მზარდი სპეკულაციების ფონზე, ზოგიერთმა დემოკრატმა მისი შემცვლელის შერჩევის საკითხის განხილვა დაიწყო. პარტიის ზოგიერთი წევრი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გარშემო გაერთიანდა, რომელიც, ამჟამად, პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია. კონგრესმენ ადამ შიფის თქმით, კამალა ჰარისს შეუძლია, რომ "დიდი უმრავლესობით" გაიმარჯვოს [ე.ი. ტრამპი დაამარცხოს].
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026