14/12/2022
11:25
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ სამშაბათს დამტკიცებულ „ქორწინების შესახებ აქტს“, რომელიც აკანონებს ერთსქესიანთა და რასებს შორის ქორწინებებს.
„დღეს მშვენიერი დღეა! დღე, როდესაც ამერიკა გადადგამს დიდ ნაბიჯს თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ, არა მხოლოდ ზოგიერთისთვის, არამედ ყველასთვის" - განაცხადა ჯო ბაიდენმა ხელმოწერის ცერემონიაზე.
კანონპროექტი მანამდე კონგრესის ორივე პალატის კანონმდებელთა დიდი უმრავლესობამ დაამტკიცა.
კანონის დამტკიცება ამერიკულ საზოგადოებაში ერთსქესიანთა ქორწინებისადმი დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილების შესახებ მოწმობს. 1996 წელს კონგრესმა მიიღო „ქორწინების დაცვის აქტი“, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავდა როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. ჯო ბაიდენმა, რომელიც იმ დროს სენატორი იყო, ხმა მისცა მას. რამდენიმე წლის შემდეგ, სახელმწიფოებმა დაიწყეს ერთსქესიანთა კავშირის ლეგალიზება, შემდეგ კი ქორწინება. 2015 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკელების უფლებას დადონ ერთსქესიანთა ქორწინება დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით. თუმცა ეს უფლება კანონით არ იყო გათვალისწინებული და, როგორც ამ კანონის ინიციატორები მიიჩნევდნენ, არსებობდა შესაძლებლობა, რომ უზენაესი სასამართლოს კონსერვატიულ უმრავლესობას 2015 წლის გადაწყვეტილება გადაეხედა. კანონი ქვეყნებს თავისუფალს ტოვებს არ დაარეგისტრირონ ერთსქესიანთა ქორწინებები, მაგრამ ავალდებულებს მათ აღიარონ სხვა შტატებში ჩატარებული ერთსქესიანთა ქორწინებები.
კანონს ხმა მისცეს არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილმაც.
0
0