31/10/2023
12:13
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას უსაფრთხოების ზომების შესახებ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით. როგორც Reuters იუწყება, საუბარია პოტენციური საფრთხისგან დაცვაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს.
„ბოროტმოქმედების ხელში, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ჰაკერებს შეუძლიათ საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამული უზრუნველყოფის მოწყვლადობაზე წვდომა გაუადვილონ“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემქმნელებს ახლა, დადგენილი წესით, მოუწევთ მთავრობას მიაწოდონ ახალი ტექნოლოგიების ტესტის შედეგები.
NetChoice, ეროვნული სავაჭრო ასოციაცია, რომელიც მოიცავს ძირითად ტექნოლოგიურ პლატფორმებს, აცხადებს, რომ გამოცხადებული ზომები „აფერხებს ახალი კომპანიების შემოსვლას ბაზარზე და მნიშვნელოვნად გააფართოვებს ფედერალური მთავრობის კონტროლს ამერიკულ ინოვაციებზე“.
სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე და სენატის კიბერუსაფრთხოების ჯგუფის თანათავმჯდომარე მარკ უორნერი მიესალმა ახალ ბრძანებას და განაცხადა, რომ ორშაბათს მას შთაბეჭდილება მოახდინა მიღებული „ზომების სივრცემ“.
0
0