
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმ ქმედებებს, რასაც შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები და კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახორციელებენ იმისთვის, რომ გაზარდონ რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის განხორციელების გამო გადახდილი საფასური,“- ნათქვამია თეთრი სახლი ინფორმაციში.
მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა კომპანიების, Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას რუსეთში მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინას გაუზრდის უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას და რომ მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები.
0
0