პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის მთავარ მოკავშირეს განუცხადა, რომ მან იცის, რომ შესაძლოა ვერ გადაარჩინოს თავისი კანდიდატურა, თუკი უახლოეს დღეებში არ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ის მზად არის პრეზიდენტის თანამდებობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის საუბარი პირველი ნიშანია იმისა, რომ ის სერიოზულად განიხილავს, შეუძლია თუ არა სიტუაციის გამოსწორება დონალდ ტრამპთან კატასტროფული დებატების შემდეგ.
ბაიდენის მთავარმა მრჩეველმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „კარგად იცის იმ პოლიტიკური გამოწვევის შეწსახებ, რომლის წინაშეც დგას“.
„დემოკრატი“ კონგრესმენი, ლოიდ დოგეტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
„მე წარმოვადგენ კონგრესის ოლქს, რომელსაც ოდესღაც ლინდონ ჯონსონი [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი] წარმოადგენდა. სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მან მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება [საპრეზიდენტო რბოლიდან] გასვლის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმაც იგივე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა კონგრესმენმა.
0
0