12/10/2022
15:40
მსოფლიო
თეთრი სახლის ოფიციალური პირების თქმით, ბაიდენი და ზელენსკი ომის დაწყებიდან რეგულარულ კონტაქტზე იმყოფებოდნენ, თითქმის ორ-სამ კვირაში ერთხელ. ორშაბათს მათ საუბარი კვლავ გამართეს, როდესაც ბაიდენმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმები დაგმო და უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა.
მაგრამ მათი ურთიერთობა ყოველთვის გლუვი არ იყო, - წერს The Washington Post-ი თეთრი სახლის ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ომის დასაწყისში ზელენსკიმ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს არაერთხელ და საჯაროდ მოუწოდა, რათა მათ მეტი გაეკეთებინათ - მეტი იარაღი გაეგზავნათ და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაეწესებინათ, მაშინაც კი, როცა ბაიდენი და კონგრესი კიევს უპრეცედენტო რაოდენობის დახმარებასა და თანამედროვე იარაღს უკვე უგზავნიდნენ.
ბაიდენი, როგორც კოლეგა-პოლიტიკოსი, აცნობიერებდა, რომ ზელენსკი თავისი ხალხის დასაცავად მტკიცედ უნდა დადგეს, მაგრამ მან ასევე პირადად უთხრა უკრაინელ ლიდერს, რომ კონგრესისთვის ფულის თხოვნა გაუჭირდება, თუ ზელენსკი უმადურობას გამოიჩენს და იტყვის, რომ ეს საკმარისი არ არის.
0
0