11/08/2023
21:14
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას სპეციალური პროკურორი დაიწყებს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიქ გარლანდმა ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოსაძიებლად სპეციალურ პროკურორად, დელავერის პროკურორი დევიდ ვაისი დანიშნა, რომელიც იკვლევდა ჰანთერ ბაიდენის ფინანსურ და საქმიან გარიგებებს.
სპეციალურ პროკურორად დანიშვნა დევიდ ვაისს დამატებით უფლებამოსილებას აძლევს, გამოიძიოს იღებდა თუ არა პრეზიდენტის შვილი არასათანადო ბიზნეს გარიგებებში მონაწილეობას. ამ ნაბიჯმა ასევე შეიძლება, გამოიწვიოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის სასამართლო პროცესი.
ფედერალურმა პროკურორებმა ხუთი წელი გაატარეს ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოძიებაზე, რომელიც მოიცავს შესაძლო დანაშაულებს გადასახადებისგან თავის არიდების, უკანონო უცხოური ლობირების და ფულის გათეთრების მიმართულებით.
0
0