აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია, რადგან მათზე არათუ პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა არ არის დატანილი, ჯო ბაიდენს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ დოკუმენტებზე.
ტრამპი ირწმუნება, რომ დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთია დამოწმებული.
მისი თქმით, ამის გამო აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დაიწყება.
ტრამპი წერს:
"„შეწყალებების შესახებ დოკუმენტები“, რომლებიც ,,მძინარე’’ ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლის დატოვებამდე, არარჩეული კომიტეტის წევრების - ,,პოლიტიკური ავაზაკებისა’’ - და ბევრი სხვა კონკრეტული პირის სახელზე გასცა - გამოცხადებულია ბათილად და ძალადაკარგულად, რადგან დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთია დამოწმებული და არ არის უშუალოდ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერლი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯო ბაიდენმა ამ დოკუმენტების შესახებ არაფერი იცოდა! შეწყალებისთვის საჭირო დოკუმენტები ბაიდენისთვის განმარტებული არ იყო და მას არც დაუმოწმებია ისინი.
არარჩეული კომიტეტის წევრებმა, რომლებმაც გაანადგურეს და წაშალეს ჩემზე ორწლიანი ნადირობის განმავლობაში მოპოვებული ყველა მტკიცებულება, და ბევრმა სხვა უდანაშაულო ადამიანმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ მიმართ გამოძიება დაიწყება. ფაქტია, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც თავიანთ სახელზე ხელი მოაწერეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ამის შესახებ შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე!" - წერს ტრამპი.
0
0