ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა
18/12/2023
11:01
მსოფლიო
A-
+A
კვირას ღამით მანქანა შეეჯახა ამერიკის პრეზიდენ, ჯო ბაიდენი დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომობილს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაიდენი, შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო შტაბს ტოვებდა ქალაქ ვილმინგტონში. ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი არ დაშავებულან.
მედიის ცნობით, პრეზიდენტი პასუხობდა რეპორტიორების კითხვას, როცა "სედანის" ტიპის მანქანა შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის მანქანას, რომელიც ოფისის მიმდებარედ გზაჯვარედინს კეტავდა. ABC წერს, რომ "სედანი" შეეცადა გზის გაგრძელებას, თუმცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს და მძღოლს უბრძანეს ხელები აეწია.
უსაფრთხოების სამსახურს მომხდარის შესახებ მაშინვე კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0
167
სიახლეები
ყველა
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%