
პოლონეთში ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ი ქვეყანაში „კანონისა და სამართლიანობის“ მემარჯვენე პარტიისთვის ძირის გამოთხრას და მემარცხენე პოლიტიკის აღზევებას ცდილობდა.
გამოძიების მიხედვით, საერთაშორისო სააგენტოს ამის მიღწევა სხვადასხვა ჯგუფის დაფინანსებით სურდა. მათ შორის იყვნენ აქტივისტთა ჯგუფები და პროგრესული მედია.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, USAID-ი რეკლამის განმთავსებლებზე ზემოქმედებით კონსერვატიული მედიის გაჩუმებასაც ცდილობდა. ამასთან, ამერიკელი გადამხდელების ფულით პოლონეთის სკოლებში ლგბტ თემის მხარდამჭერი აქტივობა ფინანსდებოდა.
ჟურნალისტური გამოძიების შესახებ ცნობა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მიკრობლოგ X-ში გააზიარა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025