აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, შესაძლოა, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს ლიბანში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემას მოჰყავს ბაიდენის ადმინისტრაციის ათზე მეტი ოფიციალური პირის და დიპლომატების განცხადებები, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა მაღალი რანგის დესპანები ისრაელში, რათა თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე იერუსალიმს და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ნაწილი განპირობებულია იმით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 34-ჯერ დაარტყა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის შეიარაღებული ძალების პოსტებს. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა ამერიკულ გამოცემას, რომ ქვეყანა განზრახ არ უმიზნებს ლიბანის არმიის პოზიციებს.
0
0