
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის განცხადებას უპასუხეს, რომელიც შტატებს აფრთხილებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ვერაფერი შეაკავებს უკრაინის მხარდაჭერაში.
პრაისის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს რრაიმე სახის კერძო დიპლომატიური მიმოწერის შესახებ.
„თუკი კრემლის ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს დახმარებას გაუწევენ უსაფრთხოების სფეროში მილიარდობით დოლარით, ზუსტად იმას, რასაც უკრაინელი პარტნიორები ითხოვდნენ და რასაც უკრაინელი პარტნიორები იყენებენ რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, მაშინ, ჩვენ დამნაშავეები ვართ წარმოდგენილ ბრალდებაში“, - განაცხადა პრაისმა.
მისი თქმით, კრემლს არ უნდა უკვირდეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე აიღო.
მანამდე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკიდან პირველი რეისი უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებით, რომლის შესახებაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში საუბრობდა, რეგიონში უახლოეს 24 საათში ჩავა.
0
0