28/12/2024
14:25
სოც-ქსელები
ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ: ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა, - წერს „ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქართველი მეცენატის დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სიუსთან“ დავაში მოგებულ თანხას. რაც ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი, დიდი ფინანსური ქველმოქმედების სახით, უდიდესია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის აღდგენის ისტორიულ პროცესში.
კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას.
„ბაიდენის მომაკვდავი ადმინისტრაციის მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დაჯილდოებულია საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი, საპატიო ლეგიონის კავალრის ტიტულით.
უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს მხოლოდ და მხოლოდ:
ქართული სახელმწიფო ომს რომ გადაარჩინა და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა;
საქართველოს ეკონომიკა გადაარჩინა განადგურებისგან;
ქვეყანას შეუნარჩუნა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
რა აღარ გააკეთა გლობალური ომის პარტიამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ფილანთროპის დაშანტაჟების მიზნით, რომ როგორმე ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი.
ჯერ შვეიცარიის ბანკში გაუყინეს ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის განკუთვნილი დიდი ფინანსური სახსრები და ლამის შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალეს.
ამ ვითომ ფინანსურ დავაში რაიმე გავლენას გამორიცხავდა ამერიკა. დღეს კი ქართველი მეცენატის დასანქცირების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს „კრედიტ სიუსთან“ დავაში მოგებულ თანხას.
რაც ასევე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი, დიდი ფინანსური ქველმოქმედების სახით, უდიდესია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციის აღდგენის ისტორიულ პროცესში.
შეჯამების სახით, რომ ვთქვათ ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელიც არსებობის ბოლო დღეებს ითვლის და სულს ღაფავს, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით ავნო არა საქართველოს სახელმწიფოს გადამრჩენელს, არამედ საკუთარ თავს, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, რომლებზეც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო დგას. ზუსტად ეს ჯილდო აქვს მიღებული შარლ დეგოლს. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.
0
0