20/02/2023
00:06
მსოფლიო
აშშ უკრაინას ურჩევს მოემზადოს რუსეთის წინააღმდეგ ომში კონტრშეტევისთვის, - ამის შესახებ RBC-Ukraine Politico-ზე დაყრდნობით იუწყება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ პოლონეთში გაემგზავრება, სადაც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ნატოს სხვა მთავარ ლიდერებს.
ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინის დაცვა კრიტიკულ ფაზაშია. ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაცია ახორციელებს ზეწოლას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაზე, რათა გააძლიეროს თავისი მიღწევები და გადავიდეს კონტრშეტევაზე.
თეთრმა სახლმა, ასევე, უთხრა ზელენსკის გუნდს, მოემზადონ შეტევისთვის ახლა, როცა იარაღი და დახმარება თავისუფლად მიედინება ვაშინგტონიდან და ევროპიდან.
ამავე დროს, არსებობს შიში, რომ უკრაინის ევროპელი მეზობლების მხარდაჭერა შეიძლება შეზღუდული იყოს.
0
0