
აშშ-ს ადმინისტრაცია ემზადება პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო სისტემების უკრაინაში გადასაცემად და გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს უკვე მიმდინარე კვირას. ამის შესახებ CNN ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
„პენტაგონის გეგმა ჯერ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაამტკიცოს, ვიდრე ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოწერისთვის. სამმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს დაუდასტურა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება", - წერს მედიასაშუალება.
რამდენი სისტემის მიღებას შეძლებს უკრაინა, CNN-ის თანამოსაუბრეებს არ უთქვამთ. ჟურნალისტები წერენ, რომ ერთი პატრიოტის ბატარეა, როგორც წესი, შედგება რადარისგან, სამეთაურო განყოფილებისგან, დამხმარე აღჭურვილობისა და რვამდე ინსტალაციისგან, თითოეული ოთხი რაკეტისგან.
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025