-share.jpg)
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„შეიძლება, გახსოვთ, მე მკითხეს ამის შესახებ”, – განუცხადა ბაიდენმა „სიენენის“ ჟურნალისტს და გაიხსენა რამდენიმე თვის წინანდელი საკუთარი განცხადება,სადაც აღნიშნა, რომ პრიგოჟინს უნდა აწუხებდეს თავის უსაფრთხოება წარუმატებელი ამბოხების შემდეგ.
„მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან დაკავშირებით, რითაც ვმგზავრობ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არ გამიკვირდება“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე“.
ივლისში ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა – „პრიგოჟინის ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი რას შევჭამდი, თვალს შევავლებდი ჩემს მენიუს“.
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. რუსული მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026