28/11/2024
10:57
მსოფლიო
„აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღს ამზადებს,“ - განუცხადა Reuters-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით.
მისივე ინფორმაციით, იანვარში ვადის ამოწურვამდე, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS). მოსალოდნელია, რომ სამხედრო პაკეტში შედის კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება HIMARS-ის მიერ გაშვებულ რაკეტებში.
როგორც Reuters-ი წერს, შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, 2 დეკემბერს აცნობონ. პაკეტის შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ბაიდენის ხელმოწერამდე, შეიცვალოს.
0
0