
თეთრმა სახლმა პარასკევს, 20 ოქტომბერს, აშშ-ს კონგრესს სთხოვა, თითქმის, 105 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ს საზღვრის უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ტელეარხი CNBC იტყობინება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ პაკეტში - 61 მილიარდ დოლარზე მეტი - უკრაინას ეხება.
ბაიდენმა ასევე მოითხოვა დამატებით 14,3 მილიარდი აშშ დოლარი ისრაელისთვის, კიდევ 2 მილიარდი დოლარი ტაივანისა და ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოებისთვის და 9 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართა ერს, რომელშიც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
მან აღნიშნა, რომ ის უარს ამბობს „ტერორისტებისა და ტირანების“ - ჰამასის ბოევიკებისა და ვლადიმერ პუტინის წარმატებაზე - აშშ-ში პოლიტიკური შიდა დაპირისპირების გამო.
0
0