17/06/2023
22:22
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბარიერების შემსუბუქებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეამსუბუქებდა თუ არა ბარიერებს უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
არა. მათაც იგივე სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ასე რომ, მე გამარტივებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მათ [უკრაინელებმა] ყველაფერი გააკეთეს სამხედრო კოორდინაციის კუთხით, მაგრამ არსებობს რიგი საკითხები. არის თუ არა მათი სისტემა უსაფრთხო, არაკორუმპირებული, აკმაყოფილებს თუ არა ის ყველა სტანდარტს, რასაც ნატო-ს ყველა სხვა წევრი აკმაყოფილებს? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება. - განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე გამოცემა POLITICO-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმის გვერდის ავლით გაწევრიანებას ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა.
0
0