22/12/2022
17:08
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში, მოლაპარაკებების გზით, ომის დასრულების სამ შესაძლო მოდელს განიხილავს. მათგან ორი უკრაინის მიერ მისი ტერიტორიების ნაწილის დაკარგვას გულისხმობს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს პრეზიდენტ ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრის ცენტრალური თემა იყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მისი ტერიტორიების შემდგომი განთავისუფლებისთვის. თუმცა, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა კონფლიქტის შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების ხედვა.
„თავის მხრივ, [ბაიდენის] ადმინისტრაცია ცდილობდა განეხილა [ზელენსკის] შეხედულებები დიპლომატიის შესახებ. სად არის ის და რა სჭირდება მას იმისთვის, რომ კიევი მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაზე მიიყვანოს, რათა დავაჩქაროთ მოლაპარაკებების მაგიდის გამოჩენა." განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინას თავისი ხედვა მოახვიოს რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ. თუმცა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და კიევი ამ საკითხში მეფხდაფეხ დადიან.
„არსებობს სამი განსხვავებული მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ომის დასრულება მოლაპარაკებებით, რომელტაგან თითოეულს ჰყავს მხარდამჭერები [ბაიდენის] ადმინისტრაციაში“ - წერს გამოცემა.
პირველი მოდელი გულისხმობს რუსეთის გასვლას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, როგორც ამას ოფიციალური კიევი მოითხოვს. მეორე მოდელი არის "2014 წლის ხაზებზე" დაბრუნება. მესამე მოდელი არის რუსეთის ფედერაციის გასვლა ყველა ტერიტორიიდან ყირიმის გარდა.
„ზელენსკიმ ნათლად აჩვენა, რომ არ დაუჭერს მხარს ბოლო ორ ვარიანტს და აღნიშნა, რომ მშვიდობა შეიძლება მხოლოდ მაშინ დადგეს, როდესაც რუსი ოკუპანტები უკან დაიხევენ მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
0
0