
„აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის კრიტიკოსების წინასწარ შეწყალებას გეგმავს. ამ მცდელობით [ბაიდენი] მათ პოტენციური ანგარიშსწორებისგან იცავს, სანამ ტრამპი თანამდებობას დაიკავებს, რომელმაც პირობა დადო, რომ თავის მოწინააღმდეგეებზე შურს იძიებს,“ - განუცხადეს წყაროებმა BBC-ს.
CBS-ის ინფორმაციით, ბაიდენმა, თეთრ სახლში თანაშემწეებთან ერთად, შეწყალების წესის შესაძლებლობის გამოყენება განიხილა, თუმცა, კონკრეტული შესაწყალებელი პირების ვინაობა ოფიციალურად ცნობილი არ არის.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენმა თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელიც გადასახადებთან დაკავშირებულ ფედერალურ დანაშაულში იყო ბრალდებული. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ბაიდენის მიერ წინასწარ შესაწყალებელ პირთა სიაში არიან ექიმი ენტონი ფაუჩი და კალიფორნიის სენატორი ადამ შიფი, არაძალადობრივი ნარკოდამნაშავეები და ის პირები, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს უკვე იხდიან.
0
0