
"უკრაინელები ხერხემლიანი ხალხია. ისინი ძალიან გამბედავები არიან. შეხედეთ როგორ უდგებიან წინ. ქალები, ახალგაზრდა ხალხი წყეული ტანკის წინ, უბრალოდ ამბობენ, რომ არ მივდივარ, ვრჩები იქ, სადაც ვარ. ისინი გასაოცრები არიან". – თქვა ბაიდენმა
ბაიდენმა მიმართვისას აღნიშნა, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის დაცვა, არამედ მსოფლიოში თავისუფლების შენარჩუნებაა.
"სასწორზე ახლა მხოლოდ ის არ არის, რასაც უკრაინელების დასახმარებლად ვაკეთებთ, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აღარ გაგრძელდეს, არამედ ამის იქით სასწორზეა, თუ რამდენად თავისუფლები იქნებიან თქვენი შვილები და შვილიშვილები". – თქვა ბაიდენმა
ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს მადლობა გადაუხადა ამერიკელ სამხედროებს და მათ მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო საბრძოლო ძალა უწოდა.
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს, 25 მარტს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გაემგზავრა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენის ჩასვლის მიზანია, აჩვენოს დასავლეთის "გადამწყვეტი დამოკიდებულება" უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
0
0